საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა ეკონომისტების კონკურსი

საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კვლევითი ნაშრომების  კონკურსს იწყებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლებათ.

გვსურს, რომ თქვენი ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთონ აღნიშნულ კონკურსში და ვიმედოვნებთ დაგვეხმარებით მათ ინფორმირებაში.

ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევამდე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.

ასევე, გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ბმული:  https://bit.ly/30d9h0S

თარიღი: 10/11/2021